თეთრიწყარო მარნეულს უმოკლესი გზით დაუკავშირდება

მარნეული

თეთრიწყარო მარნეულს უმოკლესი გზით დაუკავშირდება. სამკილომეტრნახევრიანი გზა, რომელიც სოფელ მაწევანზე გაივლის, წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო. გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

თეთრიწყაროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლის გუბერნატორმაც დაათვალიერა. შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ოთხი სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ახლად დანიშნული მხარის პირველი პირი თეთრიწყაროს, როგორც საკურორტო ზონისა და ტურისტული ცენტრის განვითარებაზე საუბრობს. სოფელ მაწევანში ასევე იგეგმება რიტუალების სახლის მშენებლობაც.