მარნეულის ორი ავარიული სკოლა დაცლილია, ორში კი მოსწავლეები კვლავ ივლიან

სკოლებში ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება. მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯრო სკოლა ფუნქციონიერებს, საიდანაც სამი ქალაქ მარნეულის N1, შულავერის N2 და საბირქენდის N1 სკოლები, წელს სხვა სკოლის შენობაში, მეორე სმენაში, გადაინაცვლებს.

მარნეულის რესურს ცენტრის დირექტორის ქენან ომაროვის თქმით,  შულავრისა და საბირქნდის სკოლები ავარიულ მდგომარეობაშა, რაც შენობების დაცლის მიზეზი გახდა, ხოლო მარნეულის N1 სკოლა ჯერ კიდევ მშნენბლობის პროცესშია.

ომაროვი ასევე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტისათვის სკოლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაცემული აქვს.

„სკოლების მდგომარეობათან დაკავშირებით ყველა მონაცემი გადაცემულია და სამომავლოდ გეგმაშიც გვექნება სკოლების რეაბილიტაცია ან აშენება“ – განაცხადა ქენან ომაროვმა,

სოფელ ცოფისა და ხულდარის საჯარო სკოლების მდგომარეებოაც სავალალოა, მოსწავლეებს დანგრეულ კედლებში უწევთ განაათლების მიღება. რესურს ცენტრის დირექტორი კი ამბობს, რომ ამ სკოლის მოსწავლეეებისათვის ალტერნატიული ფართის მოძიება იგეგმება, რათა ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ სწავლა.

მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით მარეულის N5, სოფელ წერეთლის, თაზაქენდის N1, კაჩაგანის N1 და ქესალოს სკოლები ახალ სასწავლო წელს ახალგარემონტებულ შენობებში დაიწყებენ.

marneulifm.ge