მარნეულში 1 900-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა

მარნეულის მასშტაბით 74 საჯარო სკოლაში, დაახლოებით, 1 900 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარეულს“ მარნეულის რესურს ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა მიაწოდა.

პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია მინისტრის ბრძანებით დღეს და ხვალ, 10-11 სექტემბერს, იქნება შესაძლებელი.

ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.

http://www.marneulifm.ge