Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ამავე ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში მამუკა ბახტაძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
მთავრობის მეთაურს სომეხი კოლეგა ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი და რუსლან პოღოსიანი იმყოფებიან.
მაისში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ეწვია.