სომხეთის პრემიერ-მინისტრი მომხრეებთან ერთად საჯარო შეკრებას გამართავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ჩემი ნაბიჯის” წევრები და ერევნის მერობის კანდიდატი ჰაიკ მარუთიანი 16 სექტემბერს, შეხვედრა-აქციას გამართავენ.

შეხვედრა-აქცია 16 სექტემბერს 19:00 საათზე გარეგინ ნჟდეჰის მოედანზე გაიმართება.