სომხეთში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მილსმა სომხურ-ამერიკულ სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ საერთო ბიზნესის განვითარებისთვის სომხეთში შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს.
მან ხაზი გაუსვა “ფრენჩაიზინგის” კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება ამერიკელი ბიზნესმენებისა და სომხეთის ინვესტორებს შორის კავშირებს ქმნის მიზნით.
“ამ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სომხეთის ბიზნესისა და მთავრობის 50-ზე მეტი წარმომადგენელი და ამერიკელი ბიზნესმენები. ისინი ერთობლივ ფრანჩაიზული საქმიანობის საკითხებზე ისაუბრებენ”, – განაცხდა ელჩმა.