ბოლო ექვს თვეში სომხთის ეკონომიკას 8.3% ზრდა აქვს

ბოლო 6 თვეში სომხეთის ეკონომიკას 8.3 პროცენტიანი ზრდა აქვს, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია.

ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არწვიკ მინასიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკურ ზრდის დიდი წილი (5.2%) სავაჭრო და მომსახურების სექტორზე მოდის.