ახლო მომავალში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი იგეგმება რუსეთში, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში თავად ფაშინიანმა განაცხადა.
“უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი მოსკოვში, სადაც შევხვდები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ეს იქნება ჩვენი მესამე შეხვედრა”, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დეტალურად განიხილება ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.