One Caucasus,— “ერთიანი კავკასია” — ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც აერთიანებს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს მუსიკის, მშვიდობის და სხვადასხვა სფეროში კავკასიიდან.
ფესტივალის ოფიციალური გახსნა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში 1-ელ სექტემბერს გაიმართა. ფესტივალზე მონაწილეობას იღებდნენ მუსიკალური ჯგუფები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ირანიდან.
ფესტივალის გახსნის ცერემონიალს და კონცერტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
One Caucasus-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.
“მნიშვნელოვანია ის, რომ აქ, ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები ყველაფერს აკეთებენ ერთად, ერთიანად და ამიტომაც ჩვენ დავარქვით One Caucasus,” – ჩვენთან საუბარში აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა ვიტექ ჰებანოვსკიმ.
ჰებანოვსკიმ ხაზი გაუსვა ფესტივალის ფარგლებში კონფლიქტში მყოფი ქვეყნის მონაწილეების ურთიერთობას, “აქ ჩვენ ვართ ერთი ჯგუფი და დიდ სიხარულით ვათვალიერებთ, თუ როგორი კარგი ურთიერთობა აქვთ ყველა ქვეყნის მონაწილეს, მათ შორის, აზერბაიჯანისა და სომხეთის”.
14-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ფესტივალის მონაწილეები და ღონისძიების ორგანიზატორები, ასევე მოხალისეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე ერთი თვეა იმყოფებიან და ახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს განათლებისა და არქიტექტურის მიმართულებით. პროცესში ჩართულები არიან უცხოელი ტრენერები და ადგილობრივი ახალგაზრდები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021