ჩინეთი სომხეთის მთავრობას სასწრაფო დახმარების 200 რეანომობილს და სათანადო აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს ჩუქნის. პროექტის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადეს.
პროექტის ფარგლებში ერევანსა და სომხეთის რაიონების მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს სასწრაფო მანქანებით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა განაცხდა და დაამატა, რომ აღნიშნული პროექტი მთლიანად უზრუნველყოფს სომხეთში არსებული მოთხოვნას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას და აღნიშნა, რომ ეს საჭირო და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.