გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სომხეთს 24-25 აგვისტოს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში 24-25 აგვისტოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთ-გერმანიის მაღალი დონის მოლაპარაკებები გაიმართება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოლაპარაკებების შედეგებს შეაჯამებენ.

ვიზიტის ფარგლებში მერკელი ასევე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს.

გერმანიის კანცლერი წიწერნაკაბერდის მემორიალს ეწვევა, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგებს პატივს.

Leave a Reply