სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქალიშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

ერთი კვირის წინ, სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჰოვიკ აბრაჰამინის სოფელ მხჩიანში მდებარე სახლში და მის კუთვნილ ქარხნის ტერიტორიაზე ჩხრეკა ჩატარდა, წერს hraparak.am. ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა უკანონო იარაღი აღმოაჩინეს, რის შედეგადაც ორი პირი დააკავეს, მათ შორის, აბრაჰამინის ძმა ზონიკ აბრაჰამიანი. რამდენიმე დღის წინ, მსგავსი ჩხრეკა აბრაჰამინის ქალიშვილის ერევნის  სახლშიც ჩატარდა.

მეზობლებმა დაინახეს, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შევიდნენ. რას ეძებდნენ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები  აბრაჰამინის ქალიშვილის სახლში უცნობია. აღსანიშნავია, რომ აბრაჰამინის ქალიშვილის მეუღლე, ვლადიმერ თამრაზიანი  ზვართნოცის საბაჟო ოფისის უფროსია.

Leave a Reply