საგამოძიებო სამსახური სერჟ სარგსიანს დაკითხავს

2008 წლის 1-ლი მარტის მოვლენების საქმეზე დაკითხვაზე სომხეთის მესამე პრეზდენტს სერჟ სარგსიანსაც დაიბარებენ, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს სომხეთის სპეციალური საგამომძიებო სამსახურის უფროსმა სასწუნ ხაჩატრიანმა განაცხდა.

“დაიკითხება ყველა, ვისაც 1-ლი მარტის საქმესთან შეხება ჰქონა, ყველა გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, სერჟ სარგსიანი. დაკითხვა არ ხდება საკუთარ ინიციატივაზე დაყრდნობით, დაკითხვის მიზანი არის გარკვეული მონაცემების მოპოვება. როდის დაიბარებენ დაკითხვაზე ყოფილ პრეზიდენტს ამას გამომძიებელი წყვეტს”, – განაცხადა ხაჩატრიანმა.

2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის ხელმძღვანელობით შექმნილი პოლიტიკური ბლოკის მომხრეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ.  1-ელ მარტს, გამთენიისას, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავისუფლების მოედანი ძალით დაატოვებინეს. მოგვიანებით, ქალაქის სხვა ნაწილში – მიასნიკიანის ძეგლის მახლობლად – 10 დემონსტრანტი მოკლეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სინამდვილეში არჩევნებში ლევონ ტერ-პეტროსიანმა გაიმარჯვა და არა მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

Leave a Reply