სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის გადაწყვეტილებით, ბელარუსში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოლეგ ესაიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ელჩად არმენ ღევონდიანი დაინიშნა.
ესაიანი 2017 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 15 აგვისტომდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას. 2010-2017 წლებში იყო რუსეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.