“პრივეტ რობ” აქციის წევრები, რომლებმაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პრესკონფერენცია ჩაშალეს, პროკურატურის შენობასთან მივიდნენ. მათ აინტერესებთ, აპირებს თუ არა გენერალური პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქოჩარიანის განთავისუფლების შესახებ ზემდგომ ისტანციაში გაასაჩივროს.
აქტივისტებს შეხვდა გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე კონტროლის განყოფილების უფროსი ვაჰაგნ მურადიანი, რომელმაც განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოდან პროკურატურას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მას შემდეგ რაც გადაწყვეტილებას წერილობით მიიღებენ, განიხილავენ და სათანადო საჩივარს შეიტანენ.
სომხეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან 13 აგვისტოს გაათავისუფლეს.
ქოჩარიანი 27 ივლისს დააკავეს. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.