Latest posts by Aliq Media (see all)
კომპანია „Sanitek“, რომელიც ერევანში ნაგვის გატანაზეა პასუხისმგებელი, 12 მილიონი დრამით (25 ათასი დოლარი) დაჯარიმდა. ქალაქის მაცხოვრებლები კომპანიის მუშაობას ხშირად უჩიოდნენ, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში.
საბოლოოდ დედაქალაქის კომუნალურმა სამსახურებმა შემოწმება ჩაატარა და დარწმუნდა, რომ კომპანია საკუთარ ვალდებულებებს სათანადოდ არ ასრულებს.
„Sanitek“-ის ხელმძღვანელობა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს და დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოფხვრა შესთავაზეს. ჯარიმა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ცხადი გახდა, რომ კომპანია ქალაქის ხელისუფლების გაფრთხილებას უგულებელყოფდა.
კომპანია „Sanitek“- თან კონტრაქტს ხელი 4 წლის წინათ მოეწერა. მაშინ მერიას ტარონ მარგარიანი ხელმძღვანელობდა.
წყარო: JAM news