კომპანია “lydian armenia”-ს თანამშრომლებმა სომხეთის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა მოითხოვეს. აღნიშნული კომპანია ამულსარის ოქროს საბადოს მოპოვებით არის დაკავებული, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კომპანიის თანამშრომლები საქმის მოგვარებას ითხოვენ.
კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბიომრავალფეროვნების სპეციალისტია განაცხდა, რომ საბადოს ექსპლუატაცია ადგილობრივ ლანდშაფტს საფრთხეს არ უქმნის.
მოსახლეობამ უკვე ორი წერილი გაუგზავნა პრემიერ-მინისტრს და ახლა ელოდება პასუხს. მათი თქმით, ისინი არ დატოვებენ მთავრობის შენობას, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.