სომხეთის დიასპორის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა არმენპრესსთან საუბრის დროს განაცხდა, რომ ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ახალი მთავრობის მიერ სომხეთის მთავრობასა და დიასპორის ურთიერთობებში ახალი ლოგიკა და დღის წესრიგი დაიწყო. ჰაირაპეტიანმა ისაუბრა ქვეყნის დიასპორასთან ურთიერთობებსა და მიმდინარე პროგრამებზე.
“ყველაზე დიდი მიღწევა ხარჯების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დაწყებაა. საერთო თანამშრომლობის ფარგლებში “არი ტუნ” (“მოდი სახლში”) პროგრამის განხორციელბისთვის ჩვენს საქმიანობას შემოუერთდა რამდენიმე კერძო კომპანია, სწრაფი კვების ობიექტები, რესტორანი, წვენის ქარხანა და სხვ. ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფო მილიონობით დრამს გადაარჩენს და, რაც მთავარია, ერთობლივი ნდობის საფუძველზე თანამშრომლობის ახალი კულტურა დაიწყება.
რევოლუციის შემდეგ ასობით ჩვენი თანამემამულე სამშობლოში დაბრუნდა ან დაბრუნებისთვის ემზადება, დიასპორაში სომხეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ინტერესი გაიზარდა”, – განაცხადა დიასპორის მინისტრმა.