12 აგვისტოს, ახალციხის წმინდა გრიგორ განმანათლებლის ეკლესიაში, კვირადღის ლიტურგიის შემდეგ, ყურძნის კურთხევის ცერემონია გაიმართა. ახალციხეში ეს ერთადერთი სომხური ეკლესიაა. ლიტურგიას სომხური სამოციქულო ეკლესიის სულიერი მწყემსი შერ ჰაკობ საჰაკიანი მართავდა.
სომხური სამოციქულო ეკლესია 12 ან 18 აგვისტოს, კვირა დღეს, წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს სომხური საეკლესიო 5 მნიშვნელოვან დღესასწაულთა შორის ერთერთია და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ყველაზე ძველი დღესასწაულია.