Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივი სომხურ-რუსული სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამ წვრთნებში მონაწილეობას დაახლოებით 3 ათასი ჯარისკაცი, 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა, (მათ შორის – გამანადგურებელი МИГ-29) ვერტმფრენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და უპილოტო საფრენი აპარატები იღებენ. სომხეთში წვრთნები 15 აგვისტომდე გაგრძელდება.
ეს წვრთნები საქართველოში ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნების ფონზე მიმდინარეობს. სამხედრო სწავლებაში, სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი -2018“ 13 ქვეყნის სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის – საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება სომხეთს, ამ წვრთნებში ოთხი ოფიცერი მონაწილეობს.
რუსეთის ხელისუფლებამ წუხილი გამოეთქვა, რომ ამ წვრთნებში მისი მეზობელი ქვეყნები მონაწილეობენ. მოსკოვს მიაჩნია, რომ ეს წვრთნა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა: „ვერ დავეთანხმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ეს წვრთნები შავიზღვისპირა რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენაა მიმართული. სტაბილურობა და უსაფრთხოება – ეს არის კონსტრუქციული დიალოგი, და რა ვერტმფრენები და ტანკები. აშკარაა, რომ მათ ნამდვილ მიზანს, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და რუსეთზე ძალისმიერი ზეწოლის პროეცირება წარმოადგენს“.
სომხეთში წვრთნები 15 აგვისტომდე გაგრძელდება.
წყარო: JAM news