Armenpress-ის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ვიზიტით ტავუშის რაიონში იმყოფება. ფაშინიანი მოსახლეობას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს ხვდება.
ნიკოლ ფაშინიანის ორდღიანი ვიზიტი ქალაქ ბერდიდან დაიწყო და ნოემბერიანსა და სასაზღვრო ვოსკეპარის რეგიონში გაგრძელდება. ვიზიტის მეორე დღეს იჯევანში, დილიჯანსა და სოფელ ჰაღარწინში გაიმართება შეხვედრები.