სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

19 ივლისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როსმარი დიკარლოს შეხვდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

შეხვედრის დროს ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ხაზგასმით აღნიშნა გაეროსთან ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობა. მან ასევე იმსჯელა, სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ შიდა პოლიტიკურ მოვლენებსა და ახალი მთავრობის პროგრამის პრიორიტეტებზე, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხების მიმართ სომხეთის პოზიციებზე.

Leave a Reply