ტიგრან ბალაიანი: სომხეთსა და საქართველოს შორის ახალი შეთანხმებზე მუშაობა არ მიმდინარეობს

სომხეთსა და საქართველოს მკაფიოდ აქვთ განზრახული, ყველაფერი გააკეთონ, რომ ორი ქვეყნის თბილი ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების კაპიტალად გადააქციონ. როგორც გამოცემა Panorama.am წერს, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტიგრან ბალაიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს ჟურნალისტებმა სთხოვეს, გაეკეთებინა კომენტარი სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს სომხეთი და საქართველო გეგმავენ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ მტრული ქმედებების განხორციელებას გამორიცხავს. ბალაიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად ახალი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს.

„სომხეთსა და საქართველოს მკაფიოდ აქვთ განზრახული, ყველაფერი გააკეთონ, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებული თბილი ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების კაპიტალად გადააქციონ, ააშენონ ახალი დონის ურთიერთობები. დიპლომატია შესაძლებლობის ხელოვნებაა, ამ კონტექსტში უნდა მოხდეს განხილვა, თუ როგორ დოკუმენტურ გაფორმებას მიიღებს ის, როგორი ფორმულირებები იქნება გამოყენებული მომავალში“, – განაცხადა ბალაიანმა.

1tv.ge

Leave a Reply