დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ, სომხეთისა და ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ტიგრან ბალაიანი იტყობინება.
შეთანხმებას პარტნიორობის შესახებ 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში მოეწერა ხელი. დოკუმენტი უკვე რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუას, ესტონეთისა და ლუქსემბურგის მიერ იქნა რატიფიცირებული.