Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სომხეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ტიგრან ჰოვანესიანს უწყებაში უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა სომეხ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში სომხური მხარის ჩართულობასაც.