სომხეთის იუისტიციის მინისტრის ვიზიტი თბილისში

17-18 ივლისს, სომხეთის იუისტიციის მინისტრის არტაკ ზეინალიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია თბილისში იმყოფება. სომხეთის დელეგაცია  “ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალურ სამიტს დაესწრო.

საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს.

სამიტზე არტაკ ზეინალიანი სიტყვით გამოვიდა და სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ქვეყნის ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე, კორუფციასთან ბრძოლასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების როლის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

სამიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს წარმომადგენლებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპასა და ევრაზიის ბიუროს უფროსის თანაშემწეს და სხვა თანამდებობის პირებს.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა  ქართველ კოლეგასთან თეა წულუკიანთან შეხვედრაზე მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა და ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის  გაღრმავების პოტენციალს.

მინისტრმა საქართველოს, არგენტინის, ალბანეთის, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით “Stand Up For Justice”, სადაც მინისტრებმა წარადგინეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმები და განიხილეს საკუთარ ქვეყნებში მართლმსაჯულების განხორციელების საფეხურები და გამოწვევები.

Leave a Reply