საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის განვითარების აქტიურ პერიოდში სომხეთიდან მომავალ მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილი საკუთარ სახელზე არ ექნებათ რეგისტრირებული, საზღვარზე მინდობილობის დოკუმენტს აღარ მოთხოვენ. ამის შესახებ, საქართველოში სომხეთის საელჩო იუწყება.
11 ივლისს, საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთიდან საზღვრის გადაკვეთისთვის მძღოლს მინდობილობის დოკუმენტი უნდა წარედგინა. სოციალურ ქსელში ურთიერთგამომრიხავი კომენტარები გავრცელდა, იმის შესახებ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და საზღვარზე მინდობილობის დოკუმენტის წარადგენა არ იყო საჭირო. მოგვიანებით, საელჩომ საქართველოს შესაბამისი კანონი წარადგინა, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში თუ მანქანა მძღოლის სახელზე არ იყო რეგისტრირებული მინდობილობის წარდგენა საჭირო იყო.