16 ივლისს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში კვლავ 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
2018 წლის 2 ივნისს ორი მეშახტე დაიღუპა
2018 წლის 5 აპრილს 6 მეშახტე დაიღუპა
2017 წლის 9 მაისს 5 მეშახტე დაიღუპა…
“ასეთი შემთხვევები არა მარტო შახტებზე ხდება. ზოგადად, საქართველოს მასშტაბით, მუშა ადამიანების უფლებები არაა დაცული”, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიაშვილი“ალიქ მედიასთან” საუბარში.
“სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ახერხებს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომ მიღებული იყოს შესაბამისი ნორმები და კანონმდებლობა, მსგავს ადგილებში მუშების დასაცავად”, – აცხადებს ღვინიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიუბულის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება, როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი.
პრემიერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ტყიბულელები და მინდელის სახელობის შახტთან აქციას მართავენ. მათი თქმით, მიუღებელია შახტის დახურვა და ნაცვლად დახურვისა, უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვენ.
„არ ვიზიარებთ პოზიციას, რომ შახტი დაიხუროს ტყიბულში. ეს შახტი მთელ ქალაქს ინახავს. დახურვის შემდეგ მთელი ტყიბული პარალიზებული იქნება. ჩვენ გვყავს ოჯახები და შვილები, ასევე გვაქვს ფინანსური ვალდებულებები და შახტის დახურვა არ შეიძლება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ხელმძღვანელ კომპანიებთან ტარდება მოლაპარაკებები, რომ ამ პერიოდისთვის შეიმუშაონ ისეთი პროექტი, რომელიც განსაზრვრავს გარკვეულ სოციალურ პაკეტს ტყიბულელებისთვის.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021