Latest posts by Aliq Media (see all)
დღეს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” და 9 ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურად წარადგინა.
გრიგოლ ვაშაძე 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მანამდე, 2008 წლის 1 ნოემბრიდან კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი. საქართველოში საჯარო საქმიანობა 2008 წლის 6 თებერვალს დაიწყო, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.
ვაშაძემ 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ, 16 ივლისს ახალი გაერთიანება “ძალა ერთობაშია” შექმნეს. „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრები არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია; „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე; ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძე; საქართველო ლიდერთა შორის – მამუკა გამყრელიძე; საქართველოს ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია.