დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჰელსინკიში

დღეს ფინეთში, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის  შეხვედრა შედგა. პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთეს.

დონალდ ტრამპმა პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იყო :”მინდა მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი საკითხი უნდა განვიხილოთ. ჩვენს ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები აქვთ ურთიერთობები დაალაგონ. როგორც ვამბობდი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგი რამეა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დადგა დრო, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ: „სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა აქ, ფინეთის სტუმართმოყვარე მიწაზე, ჰელსინკიში. ჩვენი მუდმივი კონტაქტები გრძელდება. წინა თვეებში  ვისაუბრეთ ტელეფონით და რამდენჯერმე შევხვდით სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. დადგა დრო დეტალურად ვისაუბროთ  ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე, რომელიც საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

 

Leave a Reply