სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ხერხემლის დაზიანებით საავადმყოფოში იმყოფება

Hraparak.am-ის ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის  ყოფილი უფროსი, ვოვა გასპარიანი ერევნის ნაირის სამედიცინო ცენტრში იმყოფება.

14 ივლისს, სევანში სკუტერის ტარების დროს,  60 წლის გასპარიანი სკუტერიდან გადავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. მას 3 საათიანი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. თუმცა გასპარიანმა პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გაიაროს.

ვოვა გასპარიანი გახლავთ სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, 2017 წლამდე პოლკოვნიკი, სომხეთის უმაღლესი საბჭოს წევრი 1990-1995 წლებში. 2018 წლის 10 მაისის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, იგი პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადადგა.

Leave a Reply