ფაშინიანმა ალიევთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბარში, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა .

ფაშინიანმა 11-12 ივლისს ბრიუსელში NATO-ს სამიტზე მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერმა შეხვედრები გამართა ევროკავშირისა და NATO-ს მაღალჩინოსნებთან, ასევე 10-ზე მეტი ქვეყნის პირველ პირთან.

“შეხვედრა უკვე შედგა. ამ თემაზე, ისევე როგორც პირველი შეხვედრის დეტალებზე საუბარი არასწორი იქნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომუნიკაცია და გაცნობა შედგა [საუბარია აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესახებ]”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შესაძლო შეხვედრას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “ამ ეტაპზე ამაზე საუბარიც კი არ არის”.

Leave a Reply