11 ივლისს, ბრიუსელში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და ელმარ მამადიაროვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხური და აზერბაიჯანული მხრეების შეხედულებების გაცნობას, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები იგორ პოპოვი, სტეფან ვისკონტი, ენდრიუ შოფერი და ეუთოს მოქმედი თავჯმდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი ესწრებოდნენ.
ზოჰრაბ მნაცაკანიანის თქმით, საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. ამ კონტექსტში უნდა მოხდეს მშვიდობიანი, ორმხრივი ნდობის განმტკიცება, დაძაბულობის შემცირება და ცეცხლის შეწყვეტა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანათავმჯდომარეებს, სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.