სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე არმენ ფამბუხჩიანი ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხების აღმოსაფხველად გაწეული დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის.
განცხადებას იგი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
“ამ მომენტისთვის სიტუაცია ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე: რუსულ მხარეს დაახლოებით, 4 კმ-ის მანძილზე დგას დაახლოებით 60 სატვირთო მანქანა, გასვლის დრო არის 4-5 საათი. მათი უმეტესობა სომხურია და ხორბლითაა დატვირთული.
ქართულ მხარეს არ არის რიგი, ტერმინალზე დაახლოებით, 22 მანქანაა, რომელთაგან 10 არის სომხური ნომრებით.
შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პრბლემა გარკვეულწილად მოგვარდა.
P.S. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი სატვირთო მანქანების განსაკუთრებულ რეჟიმში გაშვებისთვის, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქტებით იყვნენ დატვირთულები, ხოლო ჩვენ ტვირთის დაზიანების არც ერთი საგანგებო ზარი არ მიგვიღია,” – წერს ფამბუკჩიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021