სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს უმასპინძლა

10 ივლისს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა სომხეთში  ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ელჩ პიოტრ სვიტალსკის უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს სვიტალსკიმ აღნიშნა, რომ სომხეთ -ევროკავშირის ურთიერთობები სულ უფრო აქტიური გახდა და თანამშრომლობის დინამიკური განვითარება შეინიშნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

Leave a Reply