ერევნის მერი გადადგა

“ჩვენმა წყაროებმა  შეგვატყობინეს, რომ რამდენიმე წუთის წინ გადადგა ერევნის მერი, ტარონ მარგარიანი”, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო 1in.am.

აღსანიშნავია, რომ “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ ერევანში მოქალაქეები მერის, ტარონ მარგარიანის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ.

საპროტესტო აქციები FACT TV-ის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც ნათლად ჩანს, მერის მიერ მითვისებული ქონება მის თანამდებობის უმოკლეს ვადაში – გამოძიება 2017 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2018 წელს 21 თებერვალს დასრულდა.

ტარონ მარგარიანის ოჯახსა და ახლობლებს რამდენიმე ფეშენებელური სახლი აქვთ საკუთრებაში, ასევე ფლობენ გადამზიდავ კომპანიებს.

ამბავი განახლდება

Leave a Reply