ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა, ცნობილი როგორც რონალდო ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბი”ერევანი” (ყოფილი “Pyunik”) იუწყება. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა მონაწილეობას მიიღო 8 ივლისს გამართულ ლეგენდების მატჩზე, რომელიც 20:00 საათზე ერევნის ვაზგენ სარგისიანის სახელობის “რესპუბლიკურ” სტადიონზე გაიმართა.
6 ივლისს, ლეგენდების მატჩის გახსნის დღეს,სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის ცნობილი რუსი მომღერლის ვერა ბრეჟნევას კონცერტი.
ბრაზილიელს ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი — 1997 და 2002 წლებში. რონალდო ზინედინ ზიდანთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ჯილდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.