Latest posts by Aliq Media (see all)
17-19 ივლისს საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა. იგი სიტყვით გამოვა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
რობოტი სოფია კი აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს, მთაწმინდის პარკში წარსდგება სესიაზე “საჯარო სერვისები და ინოვაციები” და ისაუბრებს თემაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.
სოფია არის Hanson Robotics-ის მიერ 2018 წელს შექმნილი რობოტი, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციის გამოხატვა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სოფია ხელოვნური ინტელექტის დახვეწის გზაზე გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.