საფრანგეთის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბში 5 ივლისს, პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ოქტომბერში ერევანში დაგეგმილი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტს მიეძღვნა.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრეს სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის არა ბაბლოიანის დელეგაციის წევრებმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა არსენ ხარატიანმა, ფრანკოფონიის სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ქრისტიან ტერ-სტეფანიანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტიგრან ბალაიანმა, და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და ტიგრან ბალაიანი ფრანკოფონიის მუდმივი საბჭოს შეხვედრას დაესწრნენ. ასევე შეხვდნენ საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარეს მურად ფაფაზიანს.