რამდენიმე საათის წინ, სომხურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე რიგში მდგომი სომხეთის მოქალაქე მძღოლები ჩივიან, რომ უკვე რამდენი დღეა რიგში დგანან, ხოლო “სხვა მანქანებს ურიგოდ ატარებენ საზღვარზე”.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ალიქ მედია დაუკავშირდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს ხატია მოისწრაფიშვილს, რომელმაც უარყო ასეთი “შერჩევით” გაშვების ფაქტი, ხოლო რაც შეეხება გამშვები პუნქტის შეფერხებით მუშაობას, მან განაცხადა რომ ამის მიზეზი გადატვირთული ნაკადია.
“ზემო ლარსის, ყაზბეგის გამშვები პუნქტი კვლავ შეფერხებით მუშაობს. ამის მიზეზი ისევ ტურისტული სეზონია, ჩვენ კი ვმუშაობთ რუსულ მხარესთან შეთანხმებით. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მხარემ სულ 300-მდე მანქანა გაატარა, მანამდე კი 240 იყო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ლიმიტი 400-500 მანქანაა. პიკის საათებში ქართულ მხარეს გაუშვია 700-800 მანქანაც. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა”, – აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.
როდიდან გამოსწორდება ვითარება უცნობია, თუმცა დეპარტამენტის უფროსის თქმით, რუსულ მხარესთან მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკება. “ქართული მხარე სხვადასხვა ალტერნატიულ სქემებს სთავაზუბს, ამ პრობლემის გადაჭრისთვის”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021