სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის რეგიონის ქალაქ სისიანში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით.
სისიანის მოსახლეობასთან შეხვედრისას ფაშანიანმა მოუწიდა მოქალაქეებს იყვნენ ინიციატორები. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა ცუდ მდგომარეობაშია და ხელისოფლებას მათი დახმარება სჭირდება.
ისტორიულად, სიუნიქი დიდი სომხეთის 15 პროვინციიდან ერთ-ერთი იყო. სხვადასხვა დროს, დღევანდელი სიუნიქის რეგიონის ტერიტორია ცნობილი იყო, როგორც სიუნია, სისაკანი და ზანგეზური. სიუნიქში მდებარე სომხური კულტურის ძეგლები როგორიცაა ტათევის მონასტერი, რეგიონის მდიდარი კულტურის დამადასტურებელია.
“შეხვედრები მექნება სისიანის, გორისის, მეღრისა და კაპანის მოსახლეობასთან ცენტრალურ მოედნებზე. ასევე შეხვედრა იგეგმება ქაჯარანში. 6 ივლისს ჯერმუკას ვესტუმრები ამულსარის პრობლემის გაცნობის მიზნით” , – თავის ფეისბუქის გვერდზე განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამულსარის მთისკენ მიმავალი გზა უკვე ათი დღეა, რაც გადაკეტილია ჯერმუკის, მიმდებარე სოფლების, ასევე სხვა რაიონიდან ჩამოსული მოსახლეობის მიერ. აქტივისტები ითხოვენ, რომ კომპანია “ლიდია არმენიამ” ამულსარის ტერიტორიაზე არსებული ოქროს საბადოს მოპოვება შეწყვიტოს. მოსახლების იმ ნაწილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ კომპანიის საქმიანობა ხელსაყრელია რეგიონის ეკონომიკისთვის, რადგან კომპანიაში 1500 პირია დასაქმებული, ღია წერილი გაუგზავნეს ნიკოლ ფაშინიანს, რათა მან მოაგვაროს ეს პრობლემა.