ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას და ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობის რეზოლუციას. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ არმენ აშოტიანმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 573- მა დეპუტატმა დაუჭირა, 50 წინააღმდეგ წავიდა , 40- მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტამდე სომხეთისა და ევროკავშირის პარტნიორული შეთანხმების რატიფიცირება ლუქსემბურგის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის პარლამენტებმა მოახდინეს.
აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021