სომხეთის მთავრობა პოლიციის შიდა ძალებს საზღვარზე გადაგზავნის

გაზეთი “ჰრაპარაკი” წერს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პოლიციის შიდა ძალების გაგზავნა საზღვრების დასაცავად.

მიუხედავად იმისა, რომ “შინაგანი ჯარების შესახებ” კანონის თანახმად, შინაგანი ძალების ამოცანაა “დაცვაში მონაწილეობა”, ყოფილი ხელისუფლება მათ ოპოზიციის აქციების დასაშლელად იყენებდა.

შაბათს ვალერი ოსიპიანი პლიციის განყოფილებების უფროსებს შეხვდა და  განაცხადა, რომ მან მიიღო თავდაცვის სამინისტროსგან შიდა პოლიციის ჯარების საზღვარზე გადაყვანის შეთავაზება და შეთანხმდა, თუმცა საბოლო გადაწყვეტილებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინინი მიიღებს.

ოსიპიანის განცხადებით, 15 აგვისტოდან სომხეთის შინაგანი ძალები 15 დღიანი მისიით საზღვარზე განლაგდებიან და არცახის საზღვრებს დაიცავენ, რაშიც ისინი დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.

armenia.im

Leave a Reply