Latest posts by Aliq Media (see all)
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 28 ივნისს, შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რუბენ სადოიანთან.
სომხეთის მხარემ დავით ზალკალიანს გადასცა სომეხი კოლეგის მილოცვის წერილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა კვლავ გააგრძელებს სომხეთთან პოზიტიურ ურთიერთობებსა და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას.