საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი დღეს, 27 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სომხებით დასახლებულ თემებს ეწვია.
სადოიანი სოფელ ახქერფის მოსახლეობას შეხვდა. ელჩმა სოფელში დაბადებულ და ამჟამად სომხეთში მცხოვრებ ადამინანებს ახქერფში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა, რათა მათ მშობლიურ სოფელში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. ელჩის თქმით, აღნიშნული ქმედება ეროვნების შენარჩუნების მთავარი მაგალითია.
მარნეულის მერის უფლებების დროებითი შემსრულებლმა ზაურ ტაბატაძემ, რომელიც სადოიანთან ერთად იმყოფება, მხარი დაუჭირა ელჩის ინიციატივას. ამ უკანასკნელმა მოიყვანა აზერბაიჯანელების მაგალითი და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელები ხშირად გამოხატავდნენ მზადყოფნას და რეგიონის ხელმძღვანელობას მიმართავდნენ, საქართველოში აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა ფინანსური პროექტების განსახორციელებლად.
სოფლის მოსახლეობამ, რომელიც ელჩთან შეხვედრაზე მოვიდა, აქტიურად არ ისაუბრა პრობლემებზე, თუმცა, აღნიშნეს რამდენიმე მოსაგვარებელი საკითხი, მათ შორის, გაუმართავი და ცუდი გზები, საბავშო ბაღის არ არსებობა და სკოლის ძველი შენობა.
საპასუხოდ, ელჩი მათ დაპირდა რომ სოფელში არსებულ პრობლემების მოგვარებაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმუშავებს და მომავალში ისევ ესტუმრება სოფელს.