25 ივნისს, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის დაცვის სამსახურის უფროსი, გენერალი ვაჩანგან ღაზარიანი დააკავეს.
საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, რაზარიანის წინაააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დეკლარაციაში მონაცემების გაყალბების ან დეკლარაციის მონაცემების დამალვისა და სიმდიდრის არალეგალური მოგების ფაქტებზე.
აღსანისნავია, რომ ღაზარიანის სახლში ჩხრეკის შედეგად 35 მლნ დრამი, 1 მლნ დოლარი და 230, 50 ევრო, ასევე ძვირადღირებული საათები და მანქანები აღმოაჩინეს. ღაზარიანს და მის მეუღლეს აღნიშნული ქონება დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი.