სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზურაბ მნაცაკანიანმა 25 ივნისს, გაეროს გენერალური მდივნის კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს მამი მიზუტორის უმასპინძლა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მნაცაკანიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კატასტროფების რისკების შემცირების 2015-2030 წლების ჩარჩო პროგრამის პრიორიტეტებს.
მამი მიზუტორიმ განსაკუთრებით შეაფასა სომხეთის გამოცდილება კატასტროფების რისკების შემცირებასა და მენეჯმენტის საქმეში და მზადყოფნა გამოთქვა, ამ სფეროში ერთობლივი თანამშრომლობისათვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს 26-27 ივნისს ერევანში განსახორციელებელი კატასტროფების რისკების შემცირების მეორე პლატფორმის პროგრამის დეტალები და ღონისძიებების ჩატარების ინიციატივები. პროგრამა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს მოიცავს.