სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატის მანვველ გრიგორიანის მეუღლე ნაზიკ ამირიანის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ სომხეთის პროკურატურა იტყობინება.
წინასწარი ინფორმაციით, ნაზიკ ამირიანი იარაღის უკანონი შეძენა, შენახვასა ან გადაზიდვაშია ეჭვმიტანილი. ამ ეტაპზე საქმის დეტალები ცნობილი არ არის.
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა 16 ივნისს, გენერლის სახლსა და მის კუთვნილ საზაფხულო აგარაკზე ჩხრეკა განახორციელა. გრიგორიანის საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა სახის საჭმელი პროდუქტი, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური და სამედიცინო ნივთები, ასევე რეტრო და ათეულობით თანამედროვე მანქანა აღმოაჩინეს. გრიგორიანის აგარაკზე ასევე იპოვეს ცხოველები, რომლებსაც ერევნის ზოოპარკში გადაიყვანენ, მათი შენარჩუნებისა და უსაფრთოების მიზნით.