სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ართურ გრიგორიანმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოვალეობების დროებით შემსრულებელს, მდგრადი განვითარების ოფისის დირექტორს ლაილა ენდრიუ ბაშანს უმასპინძლა.
გრიგორიანმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სომხეთისა და საქართველოს 400 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის აშენების პროგრამის დეტალები წარადგინა.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად მოახდინონ დაგეგმილი პროგრამების განხორციელება მოკლე დროში.