„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევას. ჩვენი ხალხები ოდითგანვე გადაჯაჭვულნი იყვნენ მეგობრული, ძმური და მტკიცე ძაფით. ეს ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება იმ თბილი და ურთიერთნდობით მოცული ატმოსფეროს მეშვეობით, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებობს,” – ნათქვამია წერილში.
ფაშინიანის თქმით, მისმა ბოლოდროინდელმა ვიზიტმა საქართველოში დაარწმუნა, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს.
“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა განაგრძობს განვითარებასა და განმტკიცებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ,” – ნათქვამია წერილში.
ფაშინიანმა ქართველი კოლეგა სომხეთში მიიწვია.
“ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ წარმატებას რეფორმების განხორციელების ახალ ეტაპზე და გარწმუნებთ, რომ ჩვენ საქართველოს ნებისმიერ წარმატებას როგორც საკუთარს, ისე აღვიქვამთ“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 30-31 მაისს იმყოფებოდა. იგი იყო პირველი ოფიციალური პირი, რომელიც ესტუმრა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის იმ სოფლებს, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს.